Snoop Dogg-ის კონცერტზე ინციდენტი მოხდა

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა უმეტესობა არასრულწლოვანი იყო.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ნიუ-ჯერსის შტატში Snoop Dogg-ის კონცერტზე ინციდენტი მოხდა — ღობის ჩმოვარდნის შედეგად 42 ადამიანი დაშავდა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ CNN-ზე დაყრდნობით.

ინციდენტი ქალაქ კემდენში პარასკევს, საღამოს მოხდა. რეპერის თაყვანისმცემლების ტალღა ღობეს მიაწვა, რომელმაც ვერ გაუძლო და ჩაინგრა. სცენაზე კი ამ დროს კონცერტი კვლავ მიმდინარეობდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაშავებულთა უმეტესობა არასრულწლოვანი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0