მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით ადამიანი შეიკრიბა რიო-დე-ჟნეიროს ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანთან ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის სანახავად.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონია „მარაკანას“ სტადიონზე ადგილობრივი დროით 19:55 საათზე დაიწყო.
ოლიმპიური ცეცხლის ანთების პატივი ათენი 2004-ის ბრინჯაოს პრიზიორ ვანდერლეუ კორდეირუს ხვდა წილად.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის პროგრამა ითვალისწინებდა შოუსა და 207 ქვეყნის წარმომადგენელი სპორტსმენების პარადს.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ბრაზილიელები არამარტო სტადიონზე, არამედ ცენტრალურ მოედანზე ადევნებდნენ თვალს. აქ სპეციალურად დამონტაჟებული დიდი ეკრანის წინ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ შეკრებილი და ემოციებს ვერ მალავდნენ.
ეს პირველი ოლიმპიური თამაშებია, რომელიც სამხრეთ ამერიკაში იმართება. ოლიმპიადა-2016 5-21 აგვისტოს პერიოდში ჩატარდება.