თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ღებულობს და „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო სიის სათავეშია, ნათქვამია პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„რესპუბლიკური პარტია“ 1987 წელს შეიქმნა. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პარტია აქტიურად 1980 წლიდან ჩაერთო. „რესპუბლიკელები“ პარლამენტში 1991 – 2003 წლების პერიოდში იყვნენ წარმოდგენილი. 2004 წლიდან კი პარტია ქართულ ოპოზიციურ სპექტრში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.
ხელისუფლებაში „რესპუბლიკელები“ 2012 წელს, კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობით მოვიდნენ. საქართველოს მთავრობაში 2016 წლის აგვისტომდე სამი „რესპუბლიკელი“ მინისტრი იყო. მერვე მოწვევის პარლამენტში კი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შემდეგ, „რესპუბლიკელებს“ ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქცია ჰქონდათ.
მარტის თვეში პარტიამ 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში კოალიციიდან დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთა. „რესპუბლიკელები“ კოალიციას საბოლოოდ ივლისის ბოლოს განუდგნენ.
„რესპუბლიკური პარტიის“ სიის პირველი ნაწილი:
1. დავით უსუფაშვილი (პარლამენტის თავმჯდომარე)
2. ხათუნა სამნიძე (პარტიის თავმჯდომარე)
3. ლევან ბერძენიშვილი (დეპუტატი_
4. თინათინ ხიდაშელი (თავიდაცვის ექს-მინისტრი, უსუფაშვილის მეუღლე)
5. ვახტანგ ხმალაძე (დეპუტატი)
6. თამარ კორძაია (დეპუტატი)
7. დავით ზურაბიშვილი (დეპუტატი)
8. თამარ ხიდაშელი (დეპუტატი)
9. ნოდარ ებანოიძე
10. ფრიდონ საყვარელძე
11. ბაია რომელაშვილი
12. გიორგი თოდუა
13. თემურ ნერგაძე
14. მალხაზ წერეთელი
15. ტრისტან ჯინჭარაძე
16. ნინო ლომიძე
17. ზვიად ყვირალაშვილი
18. ნატო ქათამაძე
19. ირინე გელაშვილი