თბილისი, 5აგვისტო– Sputnik. „ერთიანი კომუნისტური პარტიის“ ლიდერს თემურ ფიფიას ჟურნალისტ რომან ქევხიშვილთან ჩხუბის გამო ოფიციალური ბრალდება წუყენეს, ნათქვამია საქართველოს შსს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ინციდენტი თელავში მოხდა, სადაც „სოციალისტური საქართველოს“ ყრილობა იყო დაგეგმილი. ფიფიასა და ქევხიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც შემდგომ ჩხუბში გადაიზარდა. ქევხიშვილი ყრილობაზე გამოცხადდა მაისურით ანტისოციალისტური სიმბოლიკით, რამაც ფიფიას გაღიაზიანება გამოიწვია.
ექსპერტიზის შედეგად გამოძიებამ დაადგინა, რომ ფიფიამ 4 აგვისტოს ქალაქ თელავში რომან ქევხიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
თემურ ფიფია ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მიმდინარეობს გამოძიება მუხლით „ცემა“. 48 საათის განმავლობაში სასამართლო განიხილავს ფიფიას მიმართ აღკვეთის ზომის შეფარდების საკითხს