ბორჯომის რაიონს სეტყვა ისევ დაატყდა თავს

© Flickr / Colin Busbyსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული ღამისგან განსხვავებით სერიოზული ზიანი ბორჯომისთვის სეტყვას არ მიუყენებია.

თბილისი, 5 აგვისტო— Sputnik. ბორჯომის ხეობაში, სოფლებს ცემს, ტბას და დაბა წაღვერს ძლიერი წვიმა და სეტყვა ისევ დაატყდა თავს, იუწყებიან ბორჯომის გამგეობაში. 5 აგვისტოს ღამეს ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა საკურორტო ქალაქ ბორჯომსა და ბორჯომის რაიონის სოფლებს სერიოზული ზარალი მოუტანა.

„რაიმე სერიოზული დაზიანებები არ არის. იყო წვიმა და სეტყვა, მაგრამ ისეთი ძლიერი არა, როგოც გუშინ. ახლა წვიმა შეწყდა, ტექნიკა მუშაობს, ტრანსპორტი შეზღუდვების გარეშე მოძრაობს. სიტუაცია ქალაქში სტაბილურია“,-ციტირებს რაიონული ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანამშრომლის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия".

გუშინ დაიტბორა ეზოები, სარდაფები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ცენტრალურ ქუჩებში საავტომობილო მოძრაობა წყლის ნაკადებმა დაბლოკა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0