ოლიმპიადაზე ქართველებიდან პირველები მშვილდოსანი ქალები იასპარეზებენ

© photo: Sputnik / Levan Avlabreliმშვილდოსნობა
მშვილდოსნობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მშვილდოსანი ქალები მონაწილეობას მიიღებენ ინდივიდუალურ სარეიტინგო რაუნდში, ხოლო მედლები ხუთშაბათს, 11 აგვისტოს გათამაშდება.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. პირველი ქართველი სპორტსმენები, რომლებიც რიოს ოლიმპიადაზე გამოვლენ, ქართველი მშვილდოსნები  - ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინა ესებუა და იულია ლიბჟანიძე იქნებიან. 

ხმა მიეცი ყველაზე ლამაზ სპორტსმენს - Sputnik საქართველო
საქართველო ოლიმპიადა 2016: ხმა მიეცი ყველაზე ლამაზ სპორტსმენს

პარასკევს ქართველი ამორძალები ინდივიდუალურ სარეიტინგო რაუნდში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება „სამბოდრომზე“. 

სპორტის ამ სახეობაში მედლები 11 აგვისტოს გათამაშდება. 

ქართველ მშვილდოსან ქალთა ნაკრები ასევე მონაწილეობას მიიღებს გუნდურ შეჯიბრში, რომელიც შვიდ აგვისტოს შედგება. 


ყველა ახალი ამბავი
0