თბილისი. 5 აგვისტო— Sputnik. ოლიმპიური სოფლის კორპუსში, რომელშიც ქართული დელეგაცია არის განთავსებული, საგანგებო შემთხვევა მოხდა, იუწყება ქართული მასმედია.
შენობის მე-12-ე სართულზე, სადაც ქართველი სპორტსმენების გარდა ჩეხები, სლოვაკები, ალბანელები და კოსოვოელები ცხოვრობენ, მილი გასკდა. შემდეგ ჩაირთო სიგნალიზაცია, რამაც კორპუსის მცხოვრებთა შორის პანიკა გამოიწვია.
ავტომატურად გაითიშა ლიფტები და გადაიკეტა წყალი. შენობაში მყოფი ყველა ადამიანის სასწრაფო ევკუაცია მოხდა.
ბოლო ინფორმაციით დაზიანება აღმოიფხვრა და კორპუსის ინფრასრტუქტურა ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.