თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. სამხრეთ კორეელმა მსროლელმა კიმ იუჯინმა მშვილდით სროლაში რიო-დე —ჟანეიროს ოლიმპიადაზე პირველი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
კიმ იუჯინმა პარასკევს 72 მცდელობით 700 ქულა მოაგროვა.
კორეელმა მშვილდოსანმა თავისი თანამემამულის — იმ ტონ ხიუნის რეკორდი მოხსნა რომელიც მან ლონდონში 2012 წლის ოლიმპიადაზე დაამყარა (699 ქულა).
მიმდინარე ოლიმპიადაზე ეს პირველი მსოფლიო რეკორდია.