„ერისიონი“ Black Sea Arena-ს სცენაზე გრანდიოზულ კონცერტს გამართავს

© facebook.com/georgiantreasure"ერისიონი"
ერისიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ერისიონი“ პირველი ქართული ანსამბლი იქნება, რომელიც Black Sea Arena-ში გამოვა. ამ სცენაზე კონცერტები უკვე გამართეს კრისტინა აგილერამ და ვანესა მეიმ.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ახალი საკონცერტო დარბაზის Black Sea Arena-ს სცენაზე ურეკში „ერისიონის“ კონცერტი გაიმართება.

უპრეცედენტო მასშტაბური შოუ „საქართველოს საგანძური“ სპეციალურად Black Sea Arena-სთვის მომზადდა. ამ სცენაზე კონცერტები უკვე გამართეს ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა კრისტინა აგილერამ და ბრიტანელმა მევიოლინემ ვანესა მეიმ.

„პროექტი, რომელმაც ევროპელი და ამერიკელი მაყურებელი გააოცა, საქართველოში პირველად დაიდგმება — 13 აგვისტოს Black Sea Arena-ს სცენაზე „ერისიონის“ ლეგენდარული შოუ-კონცერტი გაიმართება“, — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

კრისტინა აგილერამ საქართველოში გრანდიოზული შოუ გამართა - Sputnik საქართველო
კრისტინა აგილერამ საქართველოში გრანდიოზული შოუ გამართა

ანსამბლი „ერისიონი“ 1885 წელს დაარსდა. ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსოფლიო პროექტია „ეთნოს“ სტილში.

საკონცერტო დარბაზი Black sea arena საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ფონდი “ქართუს” მიერ აშენდა, რომელიც სახელმწიფოს გადაეცა. საკონცერტო დარბაზთან ერთად სახელმწიფომ საჩუქრად მიიღო 2016 წლის სექტემბრამდე გაწერილი მსოფლიოს და საქართველოს ვარსკვლავების მონაწილეობით შედგენილი კულტურული პროგრამა, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება.

ყველა ახალი ამბავი
0