თბილისი. 4 აგვისტო — Sputnik. ქართველი ძალოსნები ხუთშაბათს თბილისიდან რიოში გაგემგზავრნენ.
ლაშა ტალახაძესთან (+105 კგ) და ირაკლი თურმანიძასთან (+105 კგ) ერთად ბრაზილიაში ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეც გაემგზავრა.
უფრო ადრე რიო-დე-ჟანეიროში ქართული ეროვნული გუნდის კიდევ ორი წარმომადგენელი ჩავიდა-გიორგი ჩხეიძე (-105 კგ) და ანასტასია გოტფრიდი (+75 კგ). მათ გარდა ბრაზილიაში ასევე ჩაფრინდნენ გუნდის მწვრთნელი ავთო გახოკიძე და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა კახიაშვილი.
პირველი, ვისაც ოლიმპიურ ფიცარნაგზე გამოსვლა მოუწევს, იქნება გოტფრიდი. ქალთა შორის ამ წონით კატეგორიაში მედლები 15 აგვისტოს გათამაშდება.
რაც შეეხება მამაკაცებს, ძალოსნებს შორის გამარჯვებულები 16 აგვისტოს გაირკვევა.