თბილისი, 4აგვისტო— Sputnik. კვირის ბოლომდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მცირე ნალექია მოსალოდნელი.
5 აგვისტო
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთით შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.
ღამით დასავლეთ საქართველოში 20-25 გრადუსი სითბო იქნება, დღისით კი-30-35. აღმოსავლეთით ღამით 18-23, დღისით კი 34-36 გრადუსი სითბო.
თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ღამით 21 გრადუსი იქნება, დღისით კი-35.
6 აგვისტო
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 8-13 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.
ღამით დასავლეთ საქართველოში 20-25 გრადუსი სითბო იქნება, დღისით კი-31-36. აღმოსავლეთით ღამით19-24, დღისით კი 34-36 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
თბილისში ხანმოკლე წვიმა. ღამით 22 გრადუსი იქნება, დღისით კი-33.
7 აგვისტო
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთით შესაძლებელია სეტყვა.
ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრს შეადგენს.
ღამით დასავლეთში 20-25 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით კი-29-34. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ტემპერატურა 18-23 გრადუსი იქნება, დღისით კი 32-37 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
თბილისში ასევე მცირე ნალექია მოსალოდნელი. ღამით 20 გრადუსი სითბო იქნება, დღისით კი ჰაერი 34 გრადუსამდე გათბება