ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში ქართველმა ძალოსანმა ანასტასია გოტფრიდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. იხილეთ Sputnik-ის საარქივო კადრები, რომელშიც კარგად ჩანს, თუ როგორ მიაღწია ამ ზაფხულს სპორტსმენმა წარმატებას მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე.
ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა შორის ძალოსნობაში საქართველო პირველად იქნება წარმოდგენილი. წარმოშობით უკრაინელმა ანასტასია გოტფრიდმა არც თუ დიდი ხნის წინ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის 12 სახეობაში 40 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.