საქართველოში არაგადამდები დაავადებების რისკის ფაქტორებს გამოიკვლევენ

© photo: Sputnik / Valeriy Melnikov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორიის თანამშრომელი
ლაბორატორიის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსგავსი გამოკვლევა საქართველოში მეორედ ტარდება. ამ დროისთვის სრულიად უფასოდ ჯანმრთელობის მდგომარეობა 1,2 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოიკვლია.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საქართველოს მასშტაბით არაგადამდები დაავადებების რისკის ფაქტორების კვლევას (STEPS) აწარმოებს.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ტრავმა — 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევაა. ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა მსოფლიოში მატულობს, რაც თავის მხრივ ნებისმიერი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთავარ ბარიერს წარმოადგენს, ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის „ფეისბუქის“ გვერდზე.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
ექსპერტი:“ჯანდაცვის სფეროში ყველაზე წარმატებული საყოველთაო დაზღვევა იყო“

„მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კვლევის სამივე ეტაპში. თხოვნით მივმართავთ საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს კვლევის განხორციელებაში“, — აღნიშნულია განცხადებაში.

პირველ ეტაპზე სოციო-დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად ხდება ინფორმაციის შეგროვება ქცევით რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებით, როგორიცაა თამბაქო, ალკოჰოლი, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა და სხვ.

მეორე ეტაპზე ხდება ფიზიკური გაზომვების ჩატარება — სიმაღლე, წონა, წელისა და თეძოს გარშემოწერილობა, სისხლის წნევა, პულსი.

მესამე ეტაპზე ხდება ბიოლოგიური რისკ-ფაქტორების შესწავლა — ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება სწრაფი მარტივი ტესტების საშუალებით; კერძოდ, ხდება სისხლში გლუკოზის, ქოლესტეროლის და შარდში მარილის, კრეატინინისა და კოტინინის მაჩვენებლების კვლევა. ყველა ეს პროცედურა მოსახლეობისთვის უფასოა.

საქართველოში გამოკვლევები ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ტექნიკური და ფინანსური დახმარებით 21 ივლისს დაიწყო.

მთლიანობაში ექიმები 18-დან 69 წლამდე ასაკის დაახლოებით 6 ათას ადამიანს გამოიკვლევენ.

საქართველო — ევროპის რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საშუალება ეძლევა მეორედ განახორციელოს STEPS კვლევა.

კვლევის თითქმის ერთი მესამედი დასრულებულია. ბოლო მონაცემებით, მასში მონაწილეობა 1,2 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, აქედან თბილისში — 732 ადამიანმა.

საქართველოში STEPS კვლევა პირველად 2010 წელს  ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0