განსაცდელში მყოფ ქართველ მოთამაშეს რუსმა მორაგბეებმა თანადგომა გამოუცხადეს

© photo: courtesy of Anano Buadze / FBმერაბ კვირიკაშვილი
მერაბ კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
22 ივლისს ავარიაში მიღებული ტრავმებისგან ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა ანანო ბუაძე - ფრანგული კლუბის „მონლიუსიონის“ მოთამაშის და საქართველოს რაგბის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის მერაბ კვირიკაშვილის მაუღლე. "Енисей-СТМ"-ის მორაგბეები უთანაგრძნობენ მერაბს და მასთან ერთად გლოვობენ.

თბილისი, 3 აგვისტო— Sputnik. რუსული კლუბის "Енисей-СТМ" მორაგბეებმა ვიდეომიმართვა გაავრცელეს, რომელშიც სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს რაგბის ნაკრების მოთამაშეს მერაბ კვირიკაშვილს მეუღლის ანანო ბუაძის ავარიაში გარდაცვალების გამო.

ფრანგული კლუბის „მონლიუსიონის“ მოთამაშის და საქართველოს რაგბის ნაკრების  ბომბარდირის მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე 22 ივლისს ავარიაში მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. ანანო ბუაძეს ოთხი შვილი დარჩა.

„ვხვდებით, რომ არანაირ სიტყვებს არ შეუძლია შენი ტკივილის შემსუბუქება, მაგრამ იცოდე, რომ მარტო არ ხარ. ჩვენ შენს გვერდით ვართ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი მეუღლე. ძლიერი უნდა იყო, შენ შვილები გყავს. ყველაფერი კარგად იქნება. ამ რთულ მომენტში, ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვდგავართ" — ამბობს "Енисей-СТМ"-ის კაპიტანი იური ბარანოვი ვიდეომიმართვაში.

ასეთმა თანადგომამ ქსელის მომხმარებლები აარელვა. კომენტარებში ქართველები რუს სპორტსმენებს თანაგრძნობისათვის მადლობას უხდიან.

 „უდიდესი მადლობა! გმადლობთ იმისათვის, რომ ასეთები ხართ და რომ ასეთი დიდი და სუფთა გული გაქვთ!“,-დაწერა მომხმარებელმა George George.

ავარია, რომლის დროს BMW-სა და Nissan Tiida-ს მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ,  ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მოხდა. შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, მათგან ორი ცოლ-ქმარი იყო. ექიმების ინფორმაციით, ავარიის მეცხრე დღეს აანანო ბუაძეს ფილტვების პრობლემები აღმოაჩნდა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დანარჩენი დაზარალებულების მდგომარეობა- თვითონ კვირიკაშვილის, ასევე კლუბ „ლელოს“ მოთამაშის გიორგი ლომინაძის და მისი მეუღლის — დამაკმაყოფილებელია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა“.

ყველა ახალი ამბავი
0