თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 4 აგვისტოს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების I, II, IV, V კვარტლების, მეფრინველეობის დასახლების, საქნავთობის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ტყემალაძის, ჭირნახულის და ღლონტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის და ტეტელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და კაპანელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, ბალანჩივაძის, ბაკურიანის, ჩიქოვანის და ლიხაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის და გუდაუთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.