უკან, 90-იან წლებში - ბენდენა კვლავ მოდაშია

© Flickr / Rusty Clarkბენდენა
ბენდენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული საუკუნის ბოლოს ბენდენას - მცირე ზომის ოთხკუთხედ ქსოვილს მკაფიო გრაფიკული მოხატულობით - ბევრი ადამიანი ატარებდა. ახალგაზრდობა მას არა მხოლოდ თავზე, არამედ კისერზეც იხვევდა. ბენდენას იხვევდნენ ასევე ხელზე ან ჩანთაზე.

ფრთიანი ფრაზა „ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“ ზუსტად ამ თემას შეესატყვისება. 2016 წელს ტრენდებში გასული საუკუნის 90-იანი წლების ელემენტები ლიდერობს, პოპულარული ბენდენაც დაბრუნდა, უთხრა Sputnik-ს დიზაინერმა მაკა ნაცვლიშვილმა.

„არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ბენდენა არასდროს გადასულა და არ გადავა მოდიდან. მაგალითად, „სუხიშვილების“ მოცეკვავეები ბენდენას ყოველთვის ატარებდნენ, და უფრო ავანგარდულ-სპორტული სტილის ჩვეულებრივი ადამიანებიც, მათთვის ბენდენა შეუცვლელი აქსესუარია“, — განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, თუ ადრე ბენდენა უფრო ექსტრავაგანტულ აქსესუარად მიიჩნეოდა, დღეს ის მრავალფუნქციური გახდა, ხოლო ხვალ, როდესაც მის ტარებას ყველა დაიწყებს, შეიძლება ბანალურიც გახდეს. 

ლილია ზელენსკაია - Sputnik საქართველო
ამბავი კოკო შანელის ორი დიდებული ქართველი მოდელისა — დედისა და ქალიშვილისა

„რა თქმა უნდა, ბენდენას არაფერი საერთო არ შეიძლება ჰქონდეს კლასიკურ სტილთან, მისი შეხამება მაღალ ქუსლებთან არ შეიძლება. ვინმეს შეიძლება ამის გაკეთება მოუნდეს, რასაც დაჟინებით არ ვურჩევ.

ეს ძალიან პროვინციულად გამოიყურება“, — აღნიშნა დიზაინერმა.

უფრო მეტიც, საქართველოს საეკლესიო მაღაზიებში იყიდებოდა სხვადასხვა ფერის ბენდენები წარწერით „უფალო შეგვიწყალენ“. ის მრევლში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

როგორც დიზაინერი აღნიშნავს, ბენდენის ტარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია.

„ბენდენებით ჩემი თაობის ძალზე ძლიერი მამაკაცები და ქალები დადიოდნენ. შემიძლია ვთქვა, რომ ბენდენები მე ასაკოვან ქალებსა და მამაკაცებზე უფრო მეტად მომწონს, ვიდრე ახალგაზრდებზე. მთავარია, უხდებოდეს… გახსოვდეთ, მოდა ძალზე ჭირვეულია, რაღაც ძალიან პოპულარული ერთ წამში შეიძლება ცუდ ტონად იქცეს“, — თქვა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
ქართველი პოლიტიკოსები ჯინსებში

დიზაინერის თქმით, წელს აქტუალური იქნება სხვადასხვა ქსოვილისგან შეკერილი ბენდენები, ხოლო ტანსაცმლის სწორად შერჩევისას ისინი სახეს უფრო დასამახსოვრებელ იერს მისცემენ.

სიტყვა „ბენდენა“ გერმანული ენიდან გავრცელდა (band — ბაფთა). კლასიკური ბენდენა კვადრატული ფორმის, მუქი ლურჯი ფერისაა, თანამედროვე კი — სხვადასხვა, ასევე არის სამკუთხედიც. მასზე ნახატებიც მრავალფეროვანია — აღმოსავლური მოტივებიდან დაწყებული, თავის ქალებით დამთავრებული.

მე-19 საუკუნეში ბენდენებს, ტანსაცმლის საზეიმო დანამატის სახით, ჰოლანდიისა და ინგლისის სოფლების მოსახლეობა იყენებდა. ველური დასავლეთის კოვბოები ბენდენებს ყელზე ჰალსტუხივით იხვევდნენ, ან დიაგონალზე გადაკეცილს მტვრისგან თავის დასაცავად სახეზე იკეთებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0