თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. თბილისში გუშინ მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვისგან დაზარალებული ქუჩების გაწმენდა, ასევე საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვა დასრულებულია, იუწყება საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური „112“.
2 აგვისტოს საღამოს ძლიერი ქარისა და სეტყვის გამო დაიტბორა თბილისის რამდენიმე ქუჩა, განსაკუთრებით დაზარალდა „ვორონცოვის“ მიმდებარე ტერიტორია და ნაძალადევის რაიონი. „112“-ში 130 გამოძახება დაფიქსირდა.
„დაშავებულები ან რაიმე სერიოზული ნგრევა არ ყოფილა. სამაშველო სამსახურები ადგილზე მყისიერად მივიდნენ და შესაბამისი სამუშაოები დაიწყეს. ახლა ყველგან სიმშვიდეა“, — განაცხადა სააგენტოს თანამშრომელმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
აღმაშენებლის გამზირზე, ილიას ბაღში ხე რესტორანს დაეცა. დილიდან სპეციალური სამსახურები ტერიტორიას წმენდნენ.
გუშინ საავტომობილო მოძრაობა გაძნელებული იყო ბარათაშვილის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე. ავტომობილებს დატბორილ ქუჩებში გადაადგილება უჭირდათ. ამჟამად ტერიტორია გაწმენდილია და გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის.