თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საპატრულო სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც საჭესთან სიმღერით სახელი გაითქვა, უსაფრთხოების ღვედის გარეშე მანქანის ტარების გამო დააჯარიმეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузии" შსს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
Youtube-ში გაჩნდა საქართველოს საპატრულო პოლიციის კაპიტანის საჭესთან სიმღერის ვიდეოჩანაწერი, რის მერე Facebook-ის მომხმარებლები მას აქტიურად ავრცელებდნენ. პოლიციის თანამშრომელი ქალი მღეროდა ლელა ვეშაგურის სიმღერას „სიყვარულზე მხოლოდ ერთხელ გითხარი“ და მობილურ ტელეფონზე იღებდა ამას.
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო ის 40 ლარით დაჯარიმდა. მგზავრობის დროს მას უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა“,-განაცხადეს შსს-ში.
Youtube-ზე ატვირთული ვიდეოს კომენტარები მხოლოდ დადებითი იყო, თუმცა იყო ხუმრობები იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცავი მანქანას უსაფრთხოების ღვედის გარეშე მართავს.