ტირიონ ლანისტერი საქართველოში GEM Fest-ზე გველეშაპით ჩამოფრენას აპირებს

© photo: Sputnik / Максим Богодвид / გადასვლა მედიაბანკშიდრაკონი
დრაკონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც განსაკუთრებით სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მოყვარულებს მოეწონება.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ფენტეზის ჟანრში  გადაღებული ლეგენდარული ამერიკული ტელესერიალის „სამეფო კარის თამაშების“ გმირი ტირიონ ლანისტერი, რომლის როლს მსახიობი პიტერ დინქლეიჯი ასრულებს, საქართველოში GEM Fest-ზე გველეშაპზე ამხედრებული აპირებს ჩამოსვლას.

სარეკლამო რგოლის ასეთი სიუჟეტი მიოფიქრეს და განახორციელეს ტელეარხ GDS-ის მარკეტოლოგებმა. ვიდეო გადაღებულია ელექტრონული მუსიკის ქართული ფესტივალისათვის (GEM Fest), რომელიც 10-14 აგვისტოს ანაკლიაში ჩატარდება.

საპნის ბუშტების ფლეშმობი - Sputnik საქართველო
როგორ გავერთოთ ივლისში საქართველოში? - პროგრამა

სარეკლამო რგოლში ტირიონ ლანისტერი სეირნობს ვესტეროსზე მეფის ერთ-ერთ მრჩეველთან ვარისთან (ობობასთან) ერთად,საზაფხულო გეგმებს განიხილავს და ათვალიერებს ბანერს GEM Fest-ის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერის მუსიკოსის პაულ კალკბრენერის გამოსახულებით.

ფილმის გმირებმა GEM Fest-ის პროგრამას მხიარული უწოდეს და მასზე მოხვედრის სურვილი გამოთქვეს. მით უმეტეს, ვარისის სიტყვებით, საქართველოში ფესტივალზე შვიდივე სამეფო იქნება, დეინერის ტარგარიენს კი (სერიალის პერსონაჟი-გველეშაპების დედა და „შეშლილი მეფის“ ეირის II ტარგარიენის ქალიშვილი) ფესტივალის Multipass-იც კი აქვს, ანუ ღონისძიების ყველა დღის აბონემენტი, ამბობენ გმირები.

„თუ გველეშაპზე ადგილი დარჩება, მეც გამითვალისწინეთ. შენ ხომ იცი, კუდზეც კი დავეტევი“,- ეუბნება ვარისს ტირიონ ლანისტერი.

ელექტრონული მუსიკის ქართული ფესტივალი GEM Fest თავის სცენაზე სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ დიჯეისა და მუსიკოსს შეკრებს.

გერმანული ტექნო-პროდიუსერის და მუსიკოსის პაულ კალკბრენერის გარდა, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ტრანს-მუსიკის გერმანელი ვარსკვლავი პოლ ვან დაიკი, ნიდერლანდელი ჰაუს-დიჯეი ფედე ლე გრანდი, კომპოზიტორი და ელექტრო-ჰაუს-მუსიკოსი Agoria საფრანგეთიდან და ავსტრალიელი ბითბოქსერი Dub FX.

როგორც გასულ წელს, GEM Fest 2016 შავი ზღვის ნაპირზე სუბტროპიკების ბუნებრივ დეკორაციებში, კონცეპტუალური არქიტექტურისა და არტ-ობიექტების გარემოცვაში ჩატარდება.

აფხაზეთის მცხოვრებთათვის შესვლა ფესტივალზე თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0