„თელასი“ მოსახლეობას აფრთხილებს

© Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 3 აგვისტოს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ვარდის მოედნის, ალადაშვილის, ხივინის, ერევნის, დმანისის, ერისთავის და მესხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების და ამირეჯიბის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, ახალციხელის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის, გომის, თუმანიანის, თონეთის, იერუსალიმის, ასკანის და ჯვარედინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0