ბათუმის მერია ქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს აფრთხილებს

© FB/Visit Batumiბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერია მოსახლეობას „6 მაისის“ პარკში გასეირნებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ბათუმის მერია დამსვენებლებსა და ქალაქის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 3 აგვისტოს „6 მაისის“ პარკში გასეირნებისგან თავი შეიკავონ.

„გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ პარკში მავნებელ-დაავადებათა საწინააღმდეგო პროფილაქტურ ხე-მცენარეთა შხამ-ქიმიკატებით შეწამვლას განახორციელებს.

„უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, მოსახლეობას მოვუწოდებთ, ხვალ, 3 აგვისტოს, 14:00 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების პარკში გასეირნებისგან", — ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0