ბათუმის ბოტანიკური ბაღი — ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოტანიკური ბაღია, რომელსაც 110 ჰექტარი ფართობი უჭირავს. იხილეთ Sputnik-ის ფოტომასალა და დატკბით ამ სილამაზით.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი 1880 წელს რუსმა ბოტანიკოსმა და გეოგრაფმა ანდრეი კრასნოვმა დააარსა. ის ოფიციალურად 1912 წლის 3 ნოემბერს გაიხსნა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1925 წელს ბოტანიკური ბაღი სუბტროპიკული კულტურების – ჩაის, ციტრუსების და ა.შ. განვითარების ძირითად სამეცნიერო დაწესებულებად აღიარეს.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის რელიეფი მთაგორიანია, ნიადაგი — წითელმიწა. ბაღში სამი დენდროპარკი, კოლხეთის ტყის ნაკრძალი და ლანდშაფტურ-გეოგრაფიული პრინციპით შექმნილი 9 ფლორისტული განყოფილებაა – ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჰიმალაის, აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, მექსიკისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისა.
მცენარეთა კოლექცია შეიცავს 5000-ზე მეტ სახეობას.