რატომ დაემსგავსა კრისტინა აგილერა ალა პუგაჩოვას

© photo: Sputnik / Denis Aslanovკრისტინა აგილერას კონცერტი
კრისტინა აგილერას კონცერტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელი პოპვარსკვლავის კონცერტზე მყოფი მაყურებლები მას რუსეთის ესტრადის პრიმადონას ადარებდნენ.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოში ცნობილ პოპშემსრულებელ კრისტინა აგილერას, რომელმაც ურეკში 30 ივლისს  იმღერა, ქართველი მაყურებლები ალა პუგაჩოვას ადარებდნენ.

მაყურებლების უმრავლესობამ ამერიკელ მომღერალში რუსული ესტრადის პრიმადონასთან დიდი მსგავსება აღმოაჩინა. აგილერა განსაკუთრებით მოგვაგონებდა პუგაჩოვას თავისი მუქი ტანსაცმლით, წითური თმებით და სცენაზე ქცევის მანერით.

„პირველი სიმღერიდანვე მივხვდი, ვის მაგონებს ის — ზედგამოჭრილი ალა პუგაჩოვაა. იგივე მუქი ბრჭყვიალა სამოსი, იგივე წითური თმები. სცენაზეც კი პუგაჩოვასავით ნარნარად და მშვიდად მოძრაობდა. მერე კი, როდესაც ჩემმა მეგობარმა მკითხა: არავის არ გაგონებს აგილერაო,  მივხვდი, რომ ეს მხოლოდ მე მარტო არ მომეჩვენა“, — უთხრა Sputnik-ს მარიანა კლიმოვამ.

„მოცეკვავეებს აგილერა პრიმადონასავით დაჰყავდათ. პუგაჩოვასთან მსგავსება ყველას მოხვდა თვალში. ვინც იცნობს პუგაჩოვას და უნახია მისი გამოსვლა, ყველამ ეს შეამჩნია“, — თქვა ნინო ქაჯაიამ. 

სხვებმა კი ის ფაქტი აღნიშნეს, რომ აგილერა საკმაოდ გასუქდა და სულ თავის დეკოლტეს უფრთხილდებოდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პუგაჩოვას მოკლე კაბებისგან განსხვავებით, ქრისტინა აგილერა სცენაზე ყოველთვის გრძელი კაბით ან შარვლით გამოდიოდა.

ცნობილი მომღერალი ქრისტინა აგილერა ურეკში კონცერტით გამოვიდა და მისმა შოუმ ახალი საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena გახსნა.

კრისტინა აგილერამ საქართველოში გრანდიოზული შოუ გამართა - Sputnik საქართველო
კრისტინა აგილერამ საქართველოში გრანდიოზული შოუ გამართა

აგილერამ თავისი საუკეთესო ჰიტები შეასრულა, მათ შორის Genie in a Bottle, Beautiful, Candyman, Fighter, Dirrty, ასევე სიმღერები სხვა მომღერლებთან დუეტში- Say something და  Look like Jagger.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აგილერას კონცერტს ათი ათასამდე მაყურებელი დაესწრო. კრისტინა აგილერასთან ერთად სცენაზე ბექვოკალისტებისა და მოცეკვავეების მთელი გუნდი იყო, თვითონ მომღერალმა კი კონცერტის დროს ჩაცმულობა რამოდენიმეჯერ გამოიცვალა.

აგილერამ ასევე სცენაზე დაპატიჟა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, რომელმაც ტრადიციული ქართული მრავალხმიანობის სტილში ქალაქური რომანსი შეასრულა. ამერიკელმა პოპვარსკვლავმა ამ გამოსვლას „ღვთაებრივი“ უწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0