ქეთევან ციხელაშვილი - შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი

გამოწერა
ციხელაშვილმა პაატა ზაქარეიშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ოფიციალურად დღეს დატოვა.

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ქეთევან ციხელაშვილი დაინიშნა, რომელსაც უწყებაში მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა.

„ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან პოლიტიკას, რამდენადაც  მშვიდობა — ქვეყნის განვითარებისა და კონფლიქტების მოგვარების აუცილებელი პირობაა. ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც არა ხმამაღალ რიტორიკაზე, არამედ საქმეზე იქნება მიმართული“, — განაცხადა ციხელაშვილმა ბრიფინგზე.

ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრად მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისი წინამორბედი — პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობიდან გადადგა.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
უსუფაშვილმა "რესპუბლიკელი" მინისტრების გადაწყვეტილება ახსნა

ქეთევან ციხელაშვილი 1978 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2000 წელს ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (უნგრეთი) საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მიიღო.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტი. აქვს ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება — 2000-2001 წლებში იყო ელექტრონული ჟურნალის Transition Online რედაქტორის თანაშემწე.

2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტია, 2011 წელს ფრიბურას (შვეიცარია) უნივერსიტეტში იყო აკადემიური მკვლევარი, ასევე ეწეოდა კვლევით სამუშაოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, ეუთოს კვლევით ცენტრსა და სხვა წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებში.

იცის ინგლისური და რუსული ენები.

ყველა ახალი ამბავი
0