ამინდი საქართველოში: წვიმიანი ღამეები

© Flickr / Sethწვიმა
წვიმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღისით ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მხოლოდ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. უახლოეს დღეებში მთელ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები, განსაკუთრებით ღამით, დღისით, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება.

2 აგვისტო
დღისით როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.
ღამით ჰაერის ტემპერატურა 17-22, ხოლო დღისით — 29-34 გრადუსი იქნება. უმეტეს რაიონებში იწვიმებს.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრი იქნება. ღამით მოსალოდნელია 20, ხოლო დღისით — 33 გრადუსი სითბო.

3 აგვისტო
ღამით მთელ საქართველოში ხანმოკლე წვიმა იქნება ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც. ქარი წამში 8-13 მეტრი სიჩქარით იქროლებს.
ჰაერის ტემპერატურა ღამით 18-23, ხოლო დღისით — 29-34 გრადუსი იქნება.
თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ღამით ჰაერი 21 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით — 33-მდე.

4 აგვისტო
მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსაცლეთსი შესაძლებელია სეტყვაც. ქარის სიჩქარე წამში 8-13 გრადუსი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა ღამით 18-23, ხოლო დღისით — 29-34 გრადუსი იქნება.
თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ღამით ჰაერი 21 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით — 36-მდე.

ყველა ახალი ამბავი
0