თბილისის ეროვნულ პარკში მარკირებული ბილიკი გამოჩნდა

© FB/ protectedareas.geთბილისის ეროვნული პარკი
თბილისის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფეხით სიარულის მოყვარულებს მამკოდიდან საგურამომდე 21 კილომეტრის გავლა ლამაზი პარკის გავლით შეუძლიათ.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თბილისის ეროვნულ პარკში პირველი მარკირებული ბილიკი გაიხსნა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

მარკირებული ბილიკი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ის სოფელ მამკოდას საგურამოსთან აკავშირებს.

© FB/ protectedareas.geთბილისის ეროვნული პარკი
თბილისის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო
თბილისის ეროვნული პარკი

„ბილიკის გასწვრივ ვიზიტორებისთვის საკარვე ადგილებიც მოეწყო. მარკირებული ბილიკი სოფელი მამკოდიდან იწყება, გაივლის ვეჯინის ხეობას, დიდველს და სოფელ საგურამოში სრულდება. მისი გავლა ერთ დღეშია შესაძლებელი“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ბილიკის მოწყობისთვის 35 000 ლარი დაიხარჯა.  სამუშაოები არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ბორჯომმა“ შვეიცარიის მისიის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

© FB/ protectedareas.geთბილისის ეროვნული პარკი
თბილისის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო
თბილისის ეროვნული პარკი

თბილისის ეროვნული პარკი საქართველოში პირველი ეროვნული პარკია, რომელიც 1973 წელს შეიქმნა. გარკვეული პერიოდის შემდეგ პარკმა სტატუსი დაკარგა. 2007 წელს ეროვნული პარკის ნაწილისა და საგურამოს ნაკრძალის ბაზაზე პარკს ეროვნული პარკის სტატუსი დაუბრუნდა.

ყველა ახალი ამბავი
0