ავტოავარიაში დაშავებული მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე გარდაიცვალა

© FB/ Анано Буадзеანანო ბუაძე
ანანო ბუაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
21 ივლისის ღამით მომხდარი ავტოავარიის შედეგად ადგილზე სამი ადამიანი დაიღუპა. აქედან ორი ცოლ-ქმარი იყო. მეორე ავტომობილში იმყოფებოდნენ კლუბ „ლელოს“ მოთამაშე გიორგი ლომინაძე და საქართველოს რაგბის ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი მეუღლეებთან ერთად. კვირიკაშვილის მეუღლე გუშინ ღამით გარდაიცვალა.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების წევრის მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გუშინ ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება რადიოსადგური „პირველი რადიო“.

ავტოავარია, რომელშიც BMW და Nissan Tiida-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ ერთმანეთს, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მოხდა. სამი ადამიანი, მათ შორის — ცოლ-ქმარი — ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ექიმებმა განაცხადეს, ავარიიდან მეცხრე დღეს ბუაძეს ფილტვებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბუაძეს ოთხი შვილი დარჩა.

სხვა დაშავებულების — თავად კვირიკაშვილის, კლუბ „ლელოს“ მოთამაშე გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „საგზაო მოძრაობის ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა“.

ყველა ახალი ამბავი
0