თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. სოფელ ნოქალაქევში, მდინარე ტეხურაში 50 წლის მამაკაცს ეძებენ, იუწყება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურის თანამშრომელი.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან როგორც ადგილობრივი მაშველები, ისე ანაკლის ბრიგადის წევრები. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი მდინარეში დიდი სიმაღლიდან გადახტა, რის შემდეგაც გაუჩინარდა კიდეც.
ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, მამაკაცმა შეიძლება თავი ქვაზე დაარტყა.