ჯოან როულინგის დაბადების დღეს, 31 ივლისს, ჰარი პოტერის მერვე წიგნი „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ გაყიდვაში გამოვიდა. იხილეთ ვიდეო, რომელშიც ასახულია თუ როგორი სიხარულით შეხვდნენ ახალი წიგნის გამოცემას ჰარი პოტერის თაყვანისმცემლები.
ლონდონის წიგნის მაღაზია Waterstones-ში ჰარი პოტერის ტაყვანისმცემლების დიდი რიგი იდგა, რომლებიც შთაბეჭდილებებსა და ემოციებს ვერ მალავდნენ.
„ეს ძალზე ბევრს ნიშნავს ჩემთვის, იმიტომ რომ ბოლოს ძალიან დიდი ხნის წინ წავიკითხე ჰარი პოტერის შესახებ“, — განაცხადა ერთ-ერთმა მკითხველმა ირენ ბონფანტიმ.
„მიუხედავად იმისა, რომ რომანების ძირითადი ციკლი დასრულებულია, ახალი წიგნი — თითქოს დამატებითი საზომია ყოველივე ამის. ეს ისაა, რასაც ჩვენ მოუთმენლად ველით, რადგან ძალზე ცუდი იყო, როცა ყველაფერი დასრულდა“, — აღნიშნა მაღაზიაში მყოფმა ერთ-ერთმა მკითხველმა.