თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ერევანში შეიარაღებული დაჯგუფების მიერ დაკავებულ საპატრულო-საგუშაგო სამსახურის შენობის ტერიტორიაზე დროდადრო სროლებისა და აფეთქებების ხმა ისმის, იუწყება „Sputnik სომხეთის“ კორესპონდენტი.
გარდა ამისა, სარი ტახის რაიონის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა „ფეისბუქის“ გვერდზე სროლებისა და აფეთქებების ამსახველი ვიდეო გაავრცელა.
ადგილზე მობილიზებულ პოლიციელთა მხრიდან, აქტივობა არ შეიმჩნევა. პოლიციის თანამშრომლები მშვიდად პატრულირებენ აღნიშნულ პერიმეტრზე.
მანამდე სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა შეიარაღებულ დაჯგუფებას ულტიმატუმი წაუყენა და იარაღის ჩაბარება და დანებება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უფლება აქვთ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან ცეცხლი როგორც პოლიციის ტერიტორიაზე ისე მის ფარგლებს გარეთ მყოფ ნებისმიერ შეიარაღებულ პიროვნებას.