ფაზილ ისკანდერი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Сергей Пятаков / გადასვლა მედიაბანკშიფაზილ ისკანდერი
ფაზილ ისკანდერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისკანდერის მოთხრობები და ნაწარმოებები, პრაქტიკულად, ყველა ევროპულ ენაზეა თარგმნილი. გარდა ამისა, მის ნაწარმოებების მიხედვით მრავალი მხატვრული ფილმია გადაღებული.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik.  ცნობილი რუსი პოეტი და მწერალი ფაზილ ისკანდერი  88 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ „როსია 24“-ზე დაყრდნობით.

ფაზილ ისკანდერი სოხუმში 1929 წელს დაიბადა. თავისი შემოქმედებით ის ცნობილი გახდა როგორც პოეტი და პროზაიკოსი.  მის კალამს ეკუთვნის: „ადამიანი და მისი სამეზობლო“, „ჰერაკლეს მეცამეტე გმირობა“,  „სოფიჩკა“, „პოეტი“, „კურდღლები და გველები“,“დასაწყისი“ და სხვა. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია ფილმები და თეატრალური დადგმები.

ისკანდერს მრავალი სახელმწიფო ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის „ სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ II ხარისხის ორდენი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, სსრკ-ს სახელმწიფო პრემია. მოსკოვის ერთ-ერთ ბიბლიოთეკას მისი სახელი ეწოდა, ასევე მის საპატივცემულოდ ერთ-ერთ პატარა პლანეტას მისი სახელი დაარქვეს. 


ყველა ახალი ამბავი
0