ქალაქ ოსტინში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა

© AP Photo / Kevin D. Lilesპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიცია მოსახლეობას ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. აშშ-ს ქალაქ ოსტინში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის გამოც მრავალი ადამიანი დაშავდა, იუწყება ადგილობრივი პოლიცია Twitter-ზე დაყრდნობით.

„უცნობმა პირმა ქალაქის ცენტრში ცეცხლი გახსნა, არიან დაშავებულები. ქალაქის ცენტრში გასვლისგან თავი შეიკავეთ“, — ნათქვამია განცხადებაში.  Active shooter incident downtown, multiple victims. Stay away from downtown. Media: Dont call for updates at this time, more to follow. PIO6

 პოლიციის მონაცემებით, გასროლა ერთ რაიონში რამდენიმე ადგილას მოხდა. ამ დროისათვის უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. Gunshots on #6thstreet #Austin super close to me 😓 @MSNBC @KVUE @KXAN_News pic.twitter.com/3t9LKECqkV

 

ყველა ახალი ამბავი
0