მდინარე მტკვარზე სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გაიხსნა

© press-service of the Ministry of Internal Affairs of Georgiaმდინარე მტკვარი
მდინარე მტკვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი სამაშველოს შენობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველთა ყოველდღიურ სამუშაო პირობებს.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. თბილისში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გახსნა, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი სამაშველოს შენობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველთა ყოველდღიურ სამუშაო პირობებს.

„დღეიდან  სამაშველო სამსახური განახლებულ შენობაში, გაუმჯობესებული პირობებითა და აღჭურვილობით გააგრძელებს მუშაობას, რაც თითოეული ჩვენგანისთვის დიდი მოტივაციაა“, — განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელმა მიხეილ აბესაძემ.

განახლებული შენობა შსს-ს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ზვიად ქაწაშვილმა დაათვალიერეს.

„სააგენტოში აქტიურად მიმდინარეობს ძველი შენობის რეაბილიტაციის პროცესი. დღეს ჩვენ სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გავხსენით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას დაეხმარება“, — აღნიშნა მალანიამ.

 

ყველა ახალი ამბავი
0