თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ყველა სამხედრო სასწავლებლის დახურვის შესახებ განაცხადა, რომელთა ბაზაზეც თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტი დაარსდება, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ Haber-ზე დაყრდნობით.
„სამხედრო სასწავლებლები დაიხურება, ამის შესახებ რამდენიმე დღის განმავლობაში ოფიციალურ გამოცემა Resmi Gazete-ში გამოქვეყნდება. სასწავლებლები თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის ქვეშ გაერთიანდებიან“, — განაცხადა ერდოღანმა ტელეარხის ეთერში.
15 ივლისის ღამეს ამბოხებულთა ჯგუფმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა განახორციელა, რომელიც ხელისუფლების მიერ აღკვეთილი იქნა. ბოლო მონაცემების თანახმად, დაპირისპირების შედეგად, რომლის ეპიცენტი სტამბული და ანკარა გახდა, 246 თურქეთის მოქალაქე დაიღუპა, 2 ათასზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.