თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი საქართველოს 1 აგვისტოს ეწვევა.
სომხეთის პირველი დიპლომატი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე შეხვდება საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზიას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურში.
ვიზიტის დეტალები და ხანგრძლიობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.