პრემიერი: საქართველო რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას გააგრძელებს

© facebook.com/GeorgianGovernmentგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა, ყაზბეგში მმართველი პარტიიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას, ქართულ–რუსულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. კოალიცია „ქართული ოცნების“ მმართველობის ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ რუსეთთან ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანა შევძელით, ხოლო მომავალში ურთიერთობები უნდა მოგვარდეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამ განცხადებით მთავრობის მეთაური დაბა სტეფანწმინდაში გამოვიდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორისტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა.

„სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, ეს ოთხი წელი ისე გავიარეთ, რომ ერთი მხრივ, გვქონდა ძალიან დიდი პროგრესი დასავლეთთან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და მეორე მხრივ, ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ შევძელით სამხედრო გართულებების საფრთხის თავიდან აცილება. ჩვენ მომავალში აუცილებლად უნდა გადავდგათ ნაბიჯები ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის, რა თქმა უნდა, არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხარჯზე“, – განაცხადა პრემიერმა.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: რუსეთი მზადაა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ცალმხრივად აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. პასუხად საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა რუსეთთან, ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს პარლამენტის გადაწყვეტილებით ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა. 

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქვეყნის ხელმძღვანელობამ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების კურსი აიღო, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობის საკითხში დათმობის ხარჯზე.


ყველა ახალი ამბავი
0