თბილისში აფეთქების შესახებ პოსტის გამო პანკისელი ახალგაზრდა დააკავეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავებული
დაკავებული - Sputnik საქართველო
გამოწერა
მან თავის გვერდზე განათავსა გამოსახულება, სადაც ნათქვამი იყო, რომ თბილისში აფეთქება მოხდება. გარდა ამისა, მის პროფილში ატვირთული იყო ასევე პანკისელის, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერის ფოტო.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. პანკისის ხეობის სოფელ დუისის მცხოვრები თბილისში შესაძლო აფეთქების შესახებ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული პოსტის გამო დაკავებულია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

„ფეისბუქის“ მომხმარებელმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გამოსახული იყო აფეთქების კადრი წარწერით „ეს მალე თბილისში მოხდება“. რამდენიმე საათში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ამასთან დაკავშირებით გამოძება დაიწყო.

ამჟამად ეს პოსტი სპეცსამსახურების მიერ დაბლოკილია.

ქართული მედიასაშუალებების ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერის, ასევე პანკისის ხეობის მკვიდრის თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ უმარ აშ–შიშანის ორი ფოტო ატვირთა. მის პროფილში ასევე იყო განთავსებული „ისლამური სახელმწიფოს“ დროშაც.

ფეისბუქი - Sputnik საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტით დაინტერესდა

ამასთან, ხეობის მცხოვრებნი ახალგაზრდის ასეთ საქციელს გმობენ, მაგრამ მის კავშირს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კატეგორიულად უარყოფენ.

„მას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ რაიმე კონტაქტი არ ჰქონია. ამას გამოძიება დაადგენს კიდეც. ეს უნდა იყოს ხუმრობა, მაგრამ საკმაოდ ბოროტი ხუმრობა გამოვიდა“, – განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

სხვადასხვა მონაცემებით, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საქართველოს მკვიდრი რამდენიმე ათეული ადამიანი იბრძვის. მათგან უმეტესობა პანკისელია. ყველაზე ცნობილი მათ შორის თარხან ბათირაშვილია. 

ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელობის წევრი იყო და ამ სტრუქტურაში გარკვეული თანამდებობები, მათ შორის „სამხედრო მინისტრის“ თანამდებობა ეჭირა. მანამდე შეერთებულმა შტატებმა 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ბათირაშვილის ლიკვიდაციით დასრულდებოდა. ბათირაშვილი ივლისის დასაწყისში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. მისი სიკვდილი დაადასტურეს „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმაც და პანკისის მოსახლეობამაც.

 

ყველა ახალი ამბავი
0