თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ბათუმში სახალხო მოძრაობის „სოციალუსტური საქართველოს“ სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა, იტყობინება პორტალი "iPress".
მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მიზანი რუსეთთან დაახლოებაა.
ყრილობაზე გამომსვლელები ასევე აცხადებდნენ რუსეთთან სამხედრო-სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
„დარბაზში, სადაც მხარდამჭერები შეიკრიბნენ, განთავსებული იყო საბჭოთა კავშირის დროშა, სტალინის სურათი, ბანერები რუსულენოვანი წარწერებით „რუს ხალხთან ერთად“, „არ გვჯერა ზღაპრების ევროკავშირზე, საქართველო მხარ უჭერს ევრაზიის კავშირს“, შეხვედრაზე გაჟღერდა საბჭოთა ჰიმნიც, — აღნიშნავს პორტალი.
სახალხო მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელია პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერი ვალერი კვარაცხელია. პარტიამ უკვე გაიარა რეგისტრაცია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
სახალხო მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ დამფუძნებლების ყრილობა თითქმის სამ საათს გაგრძელდა.