ამინდი: უქმეები წვიმიანი იქნება

© courtesy of page "Batumi City"წვიმა
წვიმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილი, მაგრამ წვიმიანი ამიდებია მოსალოდნელი.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვირის ბოლომდე ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი.

29 ივლისი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

დასავლეთ საქართველოში დაბლობში ღამით 16-21 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით კი 25-30 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით 10-15 გრადუსი, დღისით კი 21-26 გრადუსი იქნება.  აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 15-20 გრადუსი, დღისით კი 25-29 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში ღამით 8-13 გრადუსი, დღისით კი 19-24 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ღამით 20 გრადუსი, დღისით კი 27 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

30 ივლისი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.  ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოში დაბლობში ღამით 17-22 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით კი 28-33 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით 10-15 გრადუსი, დღისით კი 24-29 გრადუსი იქნება.  აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 14-19 გრადუსი, დღისით კი 27-32 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში ღამით 8-13 გრადუსი, დღისით კი 20-25 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ღამით 18 გრადუსი, დღისით კი 29 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

31 ივლისი

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმები ელჭექითაა მოსალოდნელი. ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოში ღამით მოსალოდნელია 17-21 გრადუსი, დღისით კი 27-32 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით 9-14, დღისით 21-26 გრადუსი სითბო იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 16-21 გრადუსი, დღისით კი 27-32 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. მაღალ მთაში მოსალოდნელია ღამით 8-13, დღისით კი 20-25 გრადუსი სითბო.

თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი. ღამით 20 გრადუსი, დღისით კი 29 გრადუსი სითბო იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0