დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ზღვაში იპოვეს

© FB/Visit Batumiბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით მღებრიშვილმა გაუჩინარებამდე გამოსათხოვარი მესიჯები დაუგზავნა მეგობრებს.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, რომელიც მაშველებმა ბათუმის სანაპიროზე გუშინ იპოვეს, 24 ივლისს დაკარგული დავით მღებრიშვილი აღმოჩნდა.

„დიახ, ის გუშინ ამოიცნო ოჯახის წევრმა. გამოძიების დასრულებამდე მომხდარის მოტივები უცნობია“, — ციტირებს სააგენტო "ნოვოსტი-გრუზია" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით.

დავით მღებრიშვილი მომღერალ მაია ჯაბუას ქალიშვილის ლიზა ყენიას შეყვარებული იყო.

„რატომ დამტოვა, ამიხსნას ვინმემ“, — დაწერა ლიზამ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.
დავით მღებრიშვილის მეგობრები ამბობენ, რომ მან გაუჩინარებამდე ყველა მეგობარს მოკლე ტექსტური შეტყობინებები დაუგზავნა გამოსათხოვარი სიტყვებით.

მეგობრებმა მას მესიჯები მისწერეს და დაკავშირებაც სცადეს, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ამის შემდეგ ძებნაში პოლიცია ჩაერთო.

ყველა ახალი ამბავი
0