თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. მეტროს სადგურ „მარჯანიშვილზე“ ქალბატონი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა.
ინციდენტი დილის 10:18 საათზე მოხდა. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, ქალბატონს დროულად აღმოუჩინეს დახმარება.
„საბედნიეროდ, მემანქანემ დროულად შეძლო დამუხრუჭება. ქალბატონს გაუმართლა, ვინაიდან რელსების შუაში ჩავარდა… ქალბატონი არ დაშავებულა“, — ციტირებს სატრანსპორტო კომპანიის პრეს-სამსახურის თანამშრომლის სიტყვებს სააგენტო "ნოვოსტი-გრუზია".
ინციდენტის გამო მეტროში ათი წუთით იყო შეჩერებული მოძრაობა.
კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს თვითმკვლელობის მცდელობა.
„ზუსტად ვერ გეტყვით, იყო თუ არა ეს თვითმკვლელობის მცდელობა. თუ გამოძიება დაინტერესდება, შეგვიძლია კამერების ჩანაწერები მივაწოდოთ“, — განაცხადეს პრეს-სამსახურში.
