C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევების განრიგი და მისამართები თბილისში

© Ministry of Labour Health and Social Affairs of Georgiaჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა
ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ჰეპატიტის მკურნალობას აფინანსებს, რათა სრულიად აღმოფხვრას ეს დაავადება ქვეყანაში.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. 28 ივლისიდან 7 აგვისტომდე თბილისელები С ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევების ჩატარებას შემდეგი განრიგით შეძლებენ:

28 ივლისს, 11:00 საათიდან — ჯანდაცვის სამინისტროში

29 ივლისს, 12 საათიდან — რესპუბლიკურ საავადმყოფოში

30 ივლისს, 12 საათიდან — ლილოს ბაზრობის შესასვლელთან

1 აგვისტოს, 12 საათიდან — ახმეტელის მეტროსთან

2 აგვისტოს, 12 საათიდან — ვარკეთილის მეტროსთან

3 აგვისტოს, 12 საათიდან — კოლმეურნეობის მოედანზე

4 აგვისტოს, 12 საათიდან — ელიავას ბაზრობის შესასვლელთან

5 აგვისტოს, 12 საათიდან — ნავთლუღის ბაზრის შესასვლელთან

6 აგვისტოს, 12 საათიდან — სავაჭრო ცენტრ „ისტ პოინტში“

7 აგვისტოს, 12 საათიდან — სადგურის მოედანზე მდებარე მაღაზია „ბავშვთა სამყაროში“.

დღეს, 28 ივლისს ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომლის წლევანდელი სლოგანია „იცოდე ჰეპატიტზე, იმოქმედე დაუყოვნებლივ!“

ყველა ახალი ამბავი
0