აბაშიძესა და კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიპლომატებმა ტრადიციულად საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დარეგულირებასა და მათ შემდგომ განვითარებაზე ისაუბრეს.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

კარასინისა და აბაშიძის სატელეფონო საუბარი ოთხშაბათს შედგა. 

„განიხილებოდა ორმხრივი — რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზებასთან და მათ შემდგომ განვითარებასთან  დაკავშირებული საკითხები“, — ნათქვამია საგარეო პოლიტიკური უწყების შეტყობინებაში. 

საქართველომ რუსეთთან  დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0