თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს სამი მოქალაქე დაიღუპა ყაზახეთში აკმოლინსკის ოლქში ელევატორის მშენებლობისას მიწის ჩამოშლის შედეგად, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ახალი ამბები — ყაზახეთი რეგიონის შინაგან საქმეთა დეპარტამენტზე დაყრდნობით.
უწყების ცნობით, უბედური შემთხვევა 26 ივლისს ატბასარში მოხდა.
„ელევატორის მშენებლობისას, მიწის სამუშაოების ჩატარების დროს, როცა მიმდინარეობდა 2-2,5 მეტრის სიღრმის ფუნდამენტის გათხრა, მიწა ჩამოიშალა და სამი მუშა მოიყოლა — 1967, 1976 და 1991 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დაიღუპნენ“, — განაცხადეს პოლიციაში.
დაღუპულთა სხეულები მორგშია გადატანილი და დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.