თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 28 ივლისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაჩაბლის, ტაბიძის, ასათიანის, ქიქოძის და ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის III და IV კვარტლების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, წულუკიძის, ჯავახეთის, ლაღიძის და შანდორ პეტეფის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გროზნოს, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, ნორიოს და ქინქლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბალანჩივაძის, დოლიძის, ლიხაურის და ჩიქოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.