თურქეთის მოქალაქეს საქართველოში მოტოციკლით დიდი რაოდენობით ოქრო შემოჰქონდა

© courtesy of Emin Rukminiოქროს სამკაულები
ოქროს სამკაულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს ჯარიმა ან ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თურქეთის მოქალაქე აიჰან მერჯანი დააკავეს.

მერჯანი „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს, როდესაც ეს უკანასკნელი მოტოციკლის სავარძლის ქვეშ დამალული ოქროს ნაკეთობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანას ცდილობდა, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

უმაღლესი სინჯის საიუველირო ნაწარმის ზუსტი რაოდენობა არ სახელდება.

დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0