თურქი მინისტრი: ჩამორთმეულ ერთდოლარიან კუპიურებზე საიდუმლო ინფორმაცია იკითხება

© FB/BEKİR Bozdağთურქეთის იუსტიციის მინისტრი ბექირ ბოზდაღი
თურქეთის იუსტიციის მინისტრი ბექირ ბოზდაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით, კუპიურების თურქეთში გამოგზავნამდე გიულენი მათზე მისტიკურ რიტუალს ატარებდა.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ერთდოლარიან კუპიურებს, რომლებიც წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში ბრალდებულ ფეთჰულა გიულენის მომხრეებს ჩამოართვეს, გარკვეული ფუნქცია აქვს, განაცხადა თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაღმა.

„ეჭვი არ არის, რომ შეთქმულთათვის ჩამორთმეულ ერთდოლარიან კუპიურებს გარკვეული ფუნქცია აქვს“, — ციტირებს მინისტრს სააგენტო „ანადოლუ“.

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა გამოძიების დასრულებამდე დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეთჰულა გიულენის მომხრეებს ჩხრეკისას დიდი რაოდენობით ერთდოლარიანი კუპიურები აღმოუჩინეს, რომლებზეც ციფრები და ასოები თითქოსდა გიულენის საიდუმლო ორგანიზაციაში ჩართული პირების იერარქიაზე მიანიშნებს. მაგალითად, ასო F უმაღლესი იერარქიის აღმნიშვნელია, J და С კი შეთქმულების შედარებით დაბალ რანგზე მეტყველებს.

საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით, კუპიურების თურქეთში გამოგზავნამდე გიულენი მათზე მისტიკურ რიტუალს ატარებდა.

საინტერესოა ანკარის მერის მელიქ გიოქჩეკის პოზიცია, რომელიც დარწმუნებულია, რომ გიულენი მომხრეებს „ჯინებისა და ამულეტების მეშვეობით მართავდა“.

ყველა ახალი ამბავი
0