NDI: საქართველოს მოსახლეობის 20% პრორუსული კურსის მომხრეა

© photo: Sputnik / Denis Aslanovავტომობილი
ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხულთა 20% თანახმაა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული იყოს, თუმცა ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს, 6% კი გამოკვეთილად პრორუსულ კურსს ემხრობა.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 20% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს, თუმცა ევროკავშირსა და ნატოსთან კარგი ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს.

გამოკითხულთა 48% პროდასავლური კურსის მომხრეა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნების პირობით. გამოკვეთილად პრორუსულ კურსს რესპონდენტების 6%, ხოლო პროდასავლურ კურსს 13% ემხრობა.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: რუსეთი მზადაა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს

მოსაზრებას, რომ „საქართველო უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან კარგი ურთიერთობების ფორმირების სანაცვლოდ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე იტყვის უარს“, ეთანხმება 29%. ხოლო გამოკითხულთა 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო უფრო მეტ სარგებელს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისგან მიიღებს. არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება რესპონდენტების 8%.

გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 72%-სთვის მისაღებია საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული კურსი ევროკავშირის წევრობის შესახებ, ხოლო მიუღებელია 16%-სთვის. ამასთან 64% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი საზოგადოებას სარგებელს მოუტანს. ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 26% არ ეთანხმება.

რესპონდენტების 64%-სთვის მისაღებია საქართველოს ხელისუფლების მიზანი, რომ ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი, ხოლო გამოკითხულთა 22% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

გამოკითხვა „საქართველოში საზოგადოებრივი აზრის“ კვლევის ფარგლებში 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 4 113-მა ადამიანმა მიიღო. ცდომილება 2,1%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0