ალმათში მდებარე ისტორიულ შენობაში ხანძარი გაჩნდა

გამოწერა

ალმათში მდებარე 1860 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში ხანძარი ოთხშაბათს გაჩნდა. აღნიშნული შენობა არქიტექტურულ ფასეულობას წარმოადგენს. იხილეთ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან.

თვითმხილველმა ხანძრის შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამსახურს 07:49 საათზე გადასცა, იუწყება „ნოვოსტი-ყახაზეთი“.

„მეხანძრეთა პირველი ბრიგადა გამოძახების ადგილზე ოთხ წუთში მივიდა. ცეცხლის ჩაქრობა მანსარდისა და სხვენის რთულმა დაგეგმარებამ გაართულა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში შენობიდან მატერიალური ფასეულობების ევაკუირება მოხდა“, — განაცხადა ჟურნალისტებთან ქალაქის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის წარმომადგენელმა სანდუგაშ ბაიმუხამბეტოვამ.

ხანძრის ლიკვიდირება 09:26 საათზე მოხერხდა. ხანძარმა 150 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა, მსხვერპლი არ არის, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

დამწვარ შენობაში „დ. კუნაევის საერთაშორისო ფონდი“, კაფე Kangnam-ი, რესტორანი Burger King-ი და აქსესუარებისა და ტანსაცმლის მაღაზია იყო განთავსებული.

ყველა ახალი ამბავი
0