მოსკოვის აეროპორტში დააკავეს პირი რომელსაც საქართველოს შსს 25 წელია ეძებს

© Pixabay / 3839153დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს ბრალად ყაჩაღობა და გაუპატიურება ედება, ამ დროისათვის მისი საქართველოსათვის გადმოცემის საკითხი წყდება.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში რუსეთის შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს 58 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც რუსეთის ფედერაციაში 15 წლის მანძილზე იძებნებოდა. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური იტყობინება. 

რუსეთის ფედერაციის შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცს ბრალად ედება ყაჩაღობა და გაუპატიურება. საქართველოს შსს ამ პირს 1991 წლიდან ეძებს. 

ამ დროისათვის მიმდინარეობს დაკავებული პირის ქართული მხარისათვის გადმოცემის საკითხის გადაწყვეტა. 


ყველა ახალი ამბავი
0